არასამთავრობო ორგანიზაცია "ბავშვი და გარემოს" მიზანია ფიზიკური და სულიერი და ხმარება გაუწიოს საქართველოში მცხოვრებ ბავშვებს. ორგანიზაცია მოწოდებულია დაიცვას ბავშვთა უფლებები, ხელი შეუწყოს მათ კულტურულ ზრდას, გააღვივოს ჩვენს ბავშვებში გარემოსთან ჰარმონიული თანაცხოვრების მოთხოვნილება. იგი მიზნად ისახავს მრავალმხრივი დახმარება გაუწიოს უკიდურესად ხელმოკლე, ობოლ, უნარშეზღუდულ, ლტოლვილ და ქუჩის ბავშვებს, ხელი შეუწყოს მათი განათლების დონის ამაღლებას, მათ შემოქმედებით საქმიანობას და ინტეგრაციას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

დასახული მიზნების განსახორციელებლად ორგანიზაციამ თავისი საქმიანობა შემდეგი მიმართულებებით გაშალა:

  • ჰუმანიტარული დახმარების დარიგება
    მიზნობრივ ჯგუფებში;
  • კულტურულ-საგანმანათლებლო
    ღონისძიებების ჩატარება მიზნობრივი
    ჯგუფებისათვის;
  • ქუჩის ბავშვების პრობლემებზე მუშაობა, მათი ფსიქო-სოციალური
    რეაბილიტაცია, მათი განათლებისა
    და კულტურული დონის ამაღლება, სოციალური ინტეგრაცია;
  • უნარშეზღუდულ ბავშვთა
    ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია და ინტეგრაცია და მათი ინკლუზია ზოგადსაგანმანათლებლო სასკოლო სისტემაში;
  • ბავშვის უფლებათა დაცვა და ამ უფლებების განხორციელება;
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მიზნობრივი ჯგუფების პრობლემების შესახებ.

ორგანიზაცია "ბავშვი და გარემოს" ყურადღებისა და ზრუნვის განაკუთრებულ საგანს ქუჩის/რისკის ჯგუფის და უნარშეზღუდული ბავშვები წარმოაგენენ.