"ბეღურები" - ქუჩის
ბავშვების ფსიქო-სოციალური
რეაბილიტაციის ცენტრი ქ.თბილისში
1996 წელს ორგანიზაციამ "ბავშვი და გარემო"
ბრიტანულ
"OXFAM"-თან პარტნიორობის საფუძველზე მიიღო TACIS Lien-ის პროგრამის გრანტი, რომელიც
გულისხმობდა ქუჩის ბავშვების მრავალმხრივ დახმარებასა და მათ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას.
ამ მიზნით
1997 წელს თბილისის ძველ უბანში დაფუძნდა ღია ტიპის სადღეღამისო ცენტრი, თავშესაფარი
"ბეღურები". ეს იყო პირველი ასეთი დაწესებულება საქართველოში - ბავშვთა სახლების,
ინტერნატებისა და შსს-სთან არსებული "ბავშვთა გამანაწილებლის" ალტერნატიული ცენტრი.
ორგანიზაციას შენობა "ბეღურებისათვის" გადაეცა თბილისის განათლების სამმართველოსა და სახ.
კანცელარიის ხელშეწყობით. თავშესაფრის პირველი აღსაზრდელები ორგანიზაციის მობილური ჯგუფის ირგვლივ
შეკრებილი ქუჩის და მიუსაფარი ბავშვები იყვნენ.
დღეისათვის "ბეღურების" სადღეღამისო ცენტრში ღამეს ათევს 25-30 ბავშვი, დღის ცენტრში მოქმედ
პროგრამებში მონაწილეობს და მრავალმხრივ დახმარებას იღებს 50 ბავშვი. არსებობის მანძილზე ცენტრში
რეაბილიტაცია გაიარა 700-მდე ბავშვმა. ამჟამად იგი ფუნქციონირებს Save the Children/USAID-ის
პროექტის "ახალი ცხოვრების დასაწყისის" ფინანსური ხელშეწყობით.
ბაზისური მომსახურება
განათლება
სპორტი
"ბეღურების"
აღსაზრდელები "პროფესიონალი" ფეხბურთელები არიან. 5 მათგანი გადის წვრთნას "მერანის" კლუბში
უსასყიდლოდ. ბავშვები ხშირად მონაწილეობენ სასკოლო და უბნის შეჯიბრებებში; 2003 წელს ითამაშეს
ირლანდიაშიც დამხმარე სკოლების ნაკრების შემადგენლობაში და საქართველოში ბრინჯაოს მედლით
დაბრუნდნენ.
კომპიუტერი
ხატვა
წარმოდგენები
ჩვენი სპექტაკლების
მაყურებლები არიან ორგანიზაციის ბაზაზე არსებული სხვა ცენტრების ("ჯეჯილი", "ცისარტყელა" და სხვა),
ქალაქის სკოლებისა და ბავშვთა სახლების აღსაზრდელები, ფართო საზოგადოება.
ნახეთ ვიდეო ნაწყვეტები 2005 წლის მუსიკალური სპექტაკლიდან "ბურატინო".
(რეჟისორი გოჩა კაპანაძე.) და ნაწყვეტი ზუმბასა
და "ბეღურების" 2005 წლის ვიდეოკლიპიდან.
პაპა კარლო აკეთებს ბურატინოს |
არლეკინი ეძებს ბურატინოს |
ბურატინო აჩერებს წარმოდგენას |
კარაბას-ბარაბასი და ბურატინო |
ბურატინოს ატყუებენ |
ალისას და ბაზილიოს ცეკვა |
მალვინას სევდიანი სიმღერა |
მალვინასა და პიეროს ცეკვა |
ტორტილას გაკვეთილი |
ტორტილა აძლევს გასაღებს |
მალვინას და ბაზილიოს ჩხუბი |
კარაბას-ბარაბასის დამარცხება |
ბურატინო აცოცხლებს თოჯინებს |
ზუმბასა და ბეღურები 2005. კლიპის აუდიო და ვიდეონაწყვეტები |
ზუმბას და ბეღურების კლიპი 1 |
ზუმბას და ბეღურების კლიპი 2 |
ზუმბას და ბეღურების კლიპი 3 |
|
|
სიმღერა
სხვადასხვა
ღონისძიებაში - ახალი წლის, დედის დღის, თბილისისადმი მიძღვნილ კონცერტებსა და საღამოებზე
ბავშვები მღერიან ხალხურ და თანამედროვე სიმღერებს. "ბეღურების" სპექტაკლები ხომ
განსაკუთრებული მუსიკალურობით გამოირჩევა.
ბეღურების ჰიმნი |
ჭიამაია |
ჯადოსნური ნიღაბი |
გაიღიმე |
მზე |
წითელქუდა |
მატარებელი |
თუ-თუ-თუ |
მალვინას სიმღერა.
ბურატინო-2005.
|
ცეკვა
გოგონათა
ანსამბლის მკვერცხლი და გრაციოზული მოცეკვავეები ორგანიზაციის მიერ მოწყობილ ყველა
კონცერტსა თუ პრეზანტაციაში იღებენ მონაწილეობას.
ხელგარჯილობა
ღონისძიებები და ინტეგრაცია
განსაკუთრებით
დაგვამახსოვრდა 2005 წლის 1 ივნისს Save the Children-ის თაოსნობით თბილისის
ვაკის პარკში ჩატარებულ ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ დიდ ფესტივალში ჩვენი
მონაწილეობა.
ბავშვები სტუმრობენ
სპექტაკლებს, თანამედროვე მუსიკოსთა კონცერტებს, გამოფენებს; იმართება ერთობლივი ღონისძიებები
"ცისარტყელასთან", "ჯეჯილთან", მოზარდთა სახლთან (Youth House), SOS Kinder-თან ერთად.
საინტეგრაციო
ღონისძიებებს ცენტრში განსაკუთრებული მნიშვენლობა ენიჭება – შეხვედრები საზოგადოების თვალსაჩინო
წარმომადგენლებთან, სტუმრობები სხვადასხვა ორგანიზაციებში, აქტიური თანამშრომლობა სკოლებთან,
პრესასთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
დასვენება
ფსიქოლოგიური მხარდაჭერა
"ბეღურების"
აღსაზრდელებს მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ: კოგნიტური უნარების განვითარების შეფერხება,
ქცევის დარღვევა, შფოთვითი აშლილობა, სტრესის შედეგად გამოწვეული პრობლემები. ცენტრში მიმდინარეობს
ბავშვების ფსიქო-დიაგნოსტიკა, და ფსიქო-კორექცია. ფსიქოლოგი მუშაობს ინდივიდუალურად ცალკეულ
ბავშვებთან, აგრეთვე ჯგუფებთან. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სწავლაში პრობლემების მქონე
ბაშვების ფსიქოლოგიურ დარღვევებს. უფროსი ასაკის ბავშვებთან მიმდინარეობს მუშაობა მათი ინტერესების
გამოსავლენად პროფესიის შერჩევის მიზნით.
ცენტრში
სისტემატურად მიმდინარეობს მუშაობა ტოქსიკომან ბავშვებთან – ტარდება განმარტებითი საუბრები
პედაგოგების, ფსიქოლოგისა და ექიმის მონაწილეობით ამ მავნე ჩვევისადმი მათი დამოკიდებულების
შესაცვლელად და მის ჩასანაცვლებლად საინტერესო და სასარგებლო საქმიანობით. ამგვარი მიდგომა საკმაოდ
შედეგიანია. მაგალითად, ბავშვების მონაწილეობით შეიქმნა და გამოიცა ბუკლეტი ტოქსიკომანიის
წინააღმდეგ, სადაც ყოფილი ტოქსიკომანი ბავშვები უზიარებენ თანატოლებს თავის მძიმე გამოცდილებას.
ბუკლეტი დარიგდა ბავშვთა სახლებსა და სხვადასხვა საბავშვო დაწესებულებებში.
სოციალურ-იურიდიული მომსახურეობა
"ბეღურების" აღსაზრდელების, აგრეთვე მათი ოჯახების სოციალურ-იურიდიულ, აგრეთვე დასაქმების
საკითხებს აგვარებს ორგანიზაციის ოჯახებთან ურთიერთობის და სოციალური სამსახური.
|