"იმედი" - სკოლამდე ასაკის    
                      შეზღუდული შესაძლებლობების 
                      მქონე ბავშვების საგანმანათლებლო  
                      ინტეგრირებული რესურს-ცენტრი ქ.თბილისში

დაფინანსების არქონის გამო ცენტრი ”იმედი” საქმიანობა დროებით შეჩერებულია!

ცენტრი ახორციელებს პროგრამებს უნარშეზღუდულ ბავშვთა დასახმარებლად და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის.
ამ პროგრამებში
მონაწილეობს
90 ბავშვი
- ცერებრალური
დამბლისა და
ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანების, ჰიპერაქტიული და ყურადრების დეფიციტის მქონე 0-18 წლის ასაკის ბავშვები.

2002 წლიდან ცენტრის
საქმიანობა წარიმართება
UNICEF-ის, World Vision-ის ფინანსური მხარდაჭერით. აღნიშნული საქმიანობების პირდაპირი ბენეფიციარი 450 ადამიანია - ბავშვები, მათი მშობლები, სკოლებისა და ბაგა-ბაღის პედაგოგები, ბავშვთა პოლიკლინიკების თანამშრომლები.


ბაზისური დახმარება და მკურნალობა

ცენტრში ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას გადის 3-9 წლის ასაკის 30 ბავშვი; ხდება მათი მომზადება ინკლუზიური სწავლებისათვის, რაც გულისხმობს სასიცოცხლო და წინარე აკადემიური უნარ-ჩვევების განვითარებასა და სტიმულირებას.

ცენტრის თანამშრომლები - ექიმი-ევროპათოლოგი,
ფსიქიატრი, ფსიქოლოგი,
შრომის თერაპევტი,
სამკურნალო ფიზკულტურის სპეციალისტი, ლოგოპედი და კორექციული პედაგოგები - ახორციელებენ კომპლექსურ პროგრამებს ბავშვთა მკურნალობისა და სასკოლო პროცესში ინტეგრაციისათვის.

ინკლუზიური განათლება

საგანგებო პროგრამის ფარგლებში თბილისის 10 სკოლა, ამ სკოლების 50 პედაგოგი, მშობლები და მოსწავლეები მომზადდნენ უნარშეზღუდული
ბავშვების სკოლაში მისაღებად.

ინკლუზიური სწავლების პროცესში 2003-05 წლებში ჩაერთო 40 ბავშვი, რომლებიც დღემდე სწავლობენ სკოლაში ცენტრიდან მივლენილი
კორექციული პედაგოგების
დახმარებით.

არაფორმალური განათლება/შემოქმედებითი საქმიანობა

რესურს- ცენტრის აღსაზრდელებისათვის
შემოქმედებით საქმიანობას საგანგებო
სარეაბილიტაციო მნიშვნელობა ენიჭება.

ბავშვები ხატავენ, ძერწავენ, ქმნიან აპლიკაციებს და ამით გარკვეულად გამოხატავენ საკუთარ თავს.

პედაგოგებისა და
სპეციალისტების უშუალო მათვალყურეობით ტარდება სპორტულ-გამაჯანსაღებელი
ვარჯიშები და შეჯიბრებები.

აღნიშნული საქმიანობა, აგრეთვე
სადღესასწაულო ღონისძიებებიც ტარდება
საბავშვო ბაღის ჯანმრთელ აღსაზრდელებთან ერთად, რომლებიც ამავე შენობაში არიან განთავსებული.

ბავშვები ერთად დადიან ექსკურსიებზე, ესწრებიან საცირკო წარმოდგენებს, სპექტაკლებს და სხვა.

ეს უკვე ინტეგრაციაა მიკრო-სოციალურ გარემოში, რასაც ამ კატეგორიის ბავშვებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ურთიერთობა ოჯახებთან

ცენტრი ახორციელებს
ადრეული დახმარების
პროგრამას "მშობელი -
ბავშვების პირველი
მასწავლებელი", რომელიც გულისხმობს 30 0-3 წლის უნარშეზღუდული ბავშვის მშობლების დახმარებას, ტრენინგებს მშობლებისა და ბავშვთა პოლიკლინიკების თანამშრომლობისათვის.

2006 წლიდან იმ მოზარდებთან (12-18 წლის ასაკის) და მათ მშობლებთან, რომლებმაც
ცენტრში გაიარეს
რეაბილიტაციის კურსი, დაიწყო სათრეინინგო პროგრამის განხორციელება, რაც მიზნად ისახავს ამ უნარშეზღუდული ადამიანების იზოლაციის დაძლევასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას. პროგრამაში ჩართულია 30 ბავშვი და მათი მშობლები.

2005 წელს 10 მშობელის თაოსნობით შეიქმნა
უნარშეზღუდული ბავშვების მშობელთა საინიციატივო ჯგუფი. ასოციაცია აერთიანებს 150 მშობელს; (იგი გადის რეგისტრაციას). ეს სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებმაც ყველაზე მეტი იციან ამ ბავშვების შესახებ და ყველაზე მეტის გაკეთება შეუძლიათ მათთვის.

ურთიერთობა/თანამშრომლობა

რესურს-ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სამთავრობო სტრუქტურებთან, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ უ ნარშეზღული ბავშვებისა და მოზარდების პრობლემებთან-განათლებისა და ჯანმრთელობის სამინისტროებთან, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ინსტიტუტთან, ილია ჭავჭავაძის სახ. უნივერსიტეტის კორექციული პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის კათედრასთან.

ცენტრის თანამშრომლები საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ რეგიონებში იმ სკოლებისა და ბაღების პედაგოგებს, სადაც ხორციელდება ინკლუზიური სწავლება.

ტარდება საონფორმაციო-
საგანმანათლებლო
თრეინინგები რუსთავში, გორში,
მარნეულში, თბილისში, ბოლნისში, რაც ხელს უწყობს საკითხის აქტუალიზაციას, საზოგადოების ყურადღების და საგანგებო რესურსების მიმართვას უნარშეზღული ბავშვების სოციალურ გარემოში ინტეგრაციისაკენ.