საოჯახო დახმარება

სახსრების უქონლობის გამო საოჯახო დახმარების სამსახურის საქმიანობა ამჟამად შეჩერებულია!

ორგანიზაციის ოჯახებთან ურთიერთობის სამსახური (სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგისა და იურისტის შემადგენლობით) სწავლობს ბავშვების ოჯახურ, მიკრო-სოციალურ გარემოს, გამოკვეთს პრობლემებს, ზრუნავს ბავშვების, მათი ოჯახის წევრების დასაქმებაზე, ოჯახური ძალადობის აღმოფხვრაზე. ფსიქოლოგი ზრუნავს ბავშვსა და ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობის გამოსწორებაზე და ოჯახის გამთლიანებისთვის სასურველი ფსიქოლიგიური კლიმატის შექმნაზე.

საგანგებო ყურადღება ეთმობა ტოქსიკომანიასთან ბრძოლას. ჯგუფის სოციალური მუშაკები აწესრიგებენ ბავშვისა და მათი ოჯახების დოკუმენტაციის საკითხს (პირადობისა და დაბადების მოწმობები, ბინის მფლობელობის დამადასტურებელი საბუთები და სხვა). იურისტი უზრუნველყოფს ბავშვების და მათი ოჯახების იურიდიულ მომსახურებას სადავო ყოფით საკითხებთან, ოჯახურ და სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით.
აღნიშნული სამსახური მუშაობს ორგანიზაციის ბაზაზე არსებულ ცენტრებთან და მობილურ ჯგუფთან ერთად.