მცირე საოჯახო ტიპის სახლები
ორგანიზაციამ "ბავშვი და გარემო" თავისი უმთავრესი საქმიანობა მობილური სამსახურის შექმნით დაიწყო.
მის შემადგენლობაში შედიოდნენ მოხალისეები, რომლებიც ბაღებსა და პარკებში, ეკლესიებთან,
ბაზრებთან, სადგურების ტერიტორიაზე, უბრალოდ ქუჩებში აგროვებდნენ მიუსაფარ ქუჩის ბავშვებს,
კვებავდნენ და მკურნალობდნენ მათ, ამარაგებდნენ აუცილებელი ტანსაცმლით, ასწავლიდნენ წერა-კათხვას.
ეს იყო ქუჩის და რისკის ზღვარზე მყოფ ბავშვებთან ამგვარი ურთიერთობის პირველი პრეცენდენტი
საქართველოში.
წლების მანძილზე
ორგანიზაცია გაფართოვდა, საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებითა და ადგილობრივი ხელისუფლების
მონაწილეობით შეიქმნა რამდენიმე ცენტრი ქუჩის, მომუშავე და რისკის ჯგუფის ბავშვებისათვის;
დღეისათვის მობილური ჯგუფის საქმიანობის შედეგად ივსება ძირითადად აღნიშნული ცენტრები.
სამსახურის პედაგოგები, ფსიქოლოგი, სოცმუშაკი ამყარებებნ კონტაქტს ამ ბავშვებთან, მოიზიდავენ
მათ სათანამშრომლოდ, უწევენ ფსიქოლოგიურ დახმარებას, ზოგიერთ მათგანს ამზადებენ სკოლაში
წასასვლელად.
დღეისათვის
ჯგუფი 4 კაცის შემადგენლობით (ორი პედაგოგი, ფსიქოლოგი, სოცმუშაკი) მუშაობს ლილოს დასახლებაში.
ისინი დახმარებას უწევენ 6-16 წლის 30 ბავშვს. პარალელურად თბილისის სხვადახვა რაიონებში
მიმდინარეობს ქუჩისა და რისკის ჯგუფის ბავშვების მოძიება და მათთვის დახმარების
გაწევა.
ბაზისური მომსახურეობა
თავშეყრის
ადგილზე ბავშვებს მშრალი საკვები და ცხელი ჩაი მიეწოდებათ. ჯგუფის წევრები ურიგებენ
მათ აუცილებელ ტანსაცმელს. კვირაში ერთხელ ორგანიზაციის ექიმი ბავშვებს უტარებს სამედიცინო
შემოწმებას.
განათლება
ბავშვები კითხულობენ ზღაპრებს, ეცნობიან საქართველოს ისტორიას, მსოფლიოს საოცრებებს, კითხვა-პასუხის
მეთოდით იღებენ მინიმალურ და აუცილებელ ინფორმაციას სამყაროს შესახებ.
მოზარდები
ხალისით ხატავენ, მუშაობენ თიხაზე, ქსოვენ მძივებით. პერიოდულად ეწყობა მათი ნამუშევრების გამოფენა.
მათთან მიმდინარეობს ინდივიდუალური მუშაობა.
ქვემოთ მოცემულ ქუჩის ბავშვების ლექსებში, რომლებიც ჩაწერილია ქუჩაში ხშირად ისმის სიტყვები დედა, და,
ძმა, სიყვარული, მონატრება, სამშობლო, საქართველო...
სპორტი
მობილური
ჯგუფის შეკრების ადგილზე არსებულ სპორტულ მოედანზე ბავშვები თამაშობენ
ფეხბურთს, კალათბურთს, ხელბურთს, ვარჯიშობენ ტრენაჟორებზე, სკეიტბორდსა და
გორგოლაჭებზე. ზაფხულში ბანაობენ მდინარეში, ამ ბავშვების უმრავლესობას ბიჭები შეადგენენ და
მოზარდების ჭარბი ენერგია სპორტული თამაშებისკენაა მიმართული.
დასვენება და ღონისძიებები
მობილური ჯგუფის
ბავშვები ესწრებიან საცირკო წარმოდგენებსა და კინო-სეანსებს, სადღესასწაულო ღონისძიებებს.
ჯგუფის
თანამშრომლები აწყობენ ექსკურსიებს საქართველოს ისტორიული ადგილების დასათვალიერებლად.
მათ მოინახულეს მცხეთა, მარტყოფი, ნინოწმინდა, თბილისის ღირსშესანიშნაობები.
მოისმინეთ ქუჩის ბავშვების კიდევ სხვა სიმღერები ჩაწერილი ქუჩის პირობებში.
ფსიქოლოგიური მხარდაჭერა
ხდება ბავშვების
ფსიქო-დიაგნისტიკა და ფსიქო-რეაბილიტაცია. მიმდინარებს მუშაობა როგორც ინდივიდუალურად, ასევე
ჯგუფურად. ყველაზე რთული ამ ბავშვებთან მუშაობისას კომუნიკაციის პრობლემაა. მათ არ იღებს
სოციალური გარემო, შესაბამისად ბავშვებშიც ნაკლებადაა ადამიანების მიმღებლობა, ნდობა. კომუნიკაციის
უნარ-ჩვევების განვითარებას და ნდობის მოპოვებას ჯგუფის მუშაობისას განსაკუთრებული ყურადღება
ექცევა.
ბავშვებს აქვთ
გარკვეული შეფერხებები უმაღლეს ფსიქკურ ფუნქციებსა და ქცევაში. პედაგოგიური ჩამორჩენის დასაძლევად
ჯგუფის ფსიქოლოგი და პედაგოგი იყენებენ განმავითარებელ სავარჯიშოებს და ფსიქორეაბილიტაციის ისეთ
მეთოდებს, რომლებიც სახალისო და სიანტერესოა ბავშვებისათვის. მათი ერთობლივი მუშაობის შედეგად
ზოგიერთმა ბავშვმა დაიწყო სკოლაში სიარული, ზოგი კი დაბრუნდა სკოლაში.
სოციალურ-იურიდიული მომსახურეობა
ოჯახის მხარდაჭერის ჯგუფი იკვლევს ბავშვის ოჯახურ, თუკი ამის შესაძლებლობა არის, სოციალურ და სხვა
პირობებს და ეხმარება მას ოჯახთან დარღვეული ურთიერთობების არღდგენაში, დოკუმენტაციის
მოწესრიგებაში და სხვა.
|